საქართველოს რკინიგზის ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

Client

European Bank for Reconstruction and Development (EBRD)

კლიენტის მიმოხილვა:

“საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნის ეროვნული სარკინიგზო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სამგზავრო მომსახურებას, ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს და მართავს ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას.

საქმიანობის მოდერნიზაციის ფარგლებში, კომპანიამ შეიმუშავა ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანი იყო არსებული ციფრული გარემოს შეფასება, განვითარების ძირითადი საჭიროებების გამოვლენა და ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტებისა და სამომავლო მიმართულებების განსაზღვრა.

გამოწვევა:

პროექტის მიზანი იყო არსებული ციფრული გარემოს შეფასება და ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტების განსაზღვრა.

კერძოდ:

  • ორგანიზაციის ბიზნესმიმართულებებისა და ტექნოლოგიური გარემოს ციფრული სიმწიფის შეფასება;
  • ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროებების გამოვლენა, დოკუმენტების ანალიზისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე;
  • არსებული ბიზნესაპლიკაციების, საწარმოს არქიტექტურის, სისტემების მდგრადობისა და კიბერუსაფრთხოების შეფასება;
  • „საქართველოს რკინიგზის“ შედარება შერჩეულ ევროპულ სარკინიგზო ოპერატორებთან, განვითარების შესაძლებლობების გამოსავლენად;
  • რეკომენდაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების გზამკვლევის შემუშავება.

ჩვენი მიდგომა:

Civitta-მ, Mobility Consultants-თან თანამშრომლობით, „საქართველოს რკინიგზისათვის“ შეიმუშავა ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

პროექტი მოიცავდა მარეგულირებელი, საკანონმდებლო და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზს, ინტერვიუებსა და სამუშაო შეხვედრებს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებთან, ასევე ბიზნესპროცესების, საწარმოს არქიტექტურის, IT სისტემებისა და კიბერუსაფრთხოების შეფასებას.

გარდა ამისა, გუნდმა შეისწავლა ევროპული სარკინიგზო ოპერატორების ციფრული ტრანსფორმაციის გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად.

შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, პროექტის გუნდმა:

  • შეაფასა კომპანიის ციფრული სიმწიფე;
  • განსაზღვრა ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი საჭიროებები და პრიორიტეტული მიმართულებები;
  • შეიმუშავა რეკომენდაციები ორგანიზაციული და ტექნოლოგიური განვითარებისათვის;
  • მოამზადა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი სამოქმედო გეგმა;
  • შეიმუშავა პრიორიტეტული ციფრული სისტემების განვითარების საინვესტიციო ჩარჩო;
  • წარმოადგინა ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების პროგრესის მონიტორინგის ჩარჩო.

შედეგები და გავლენა:

პროექტის შედეგად შემუშავდა „საქართველოს რკინიგზის“ ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც ორგანიზაციის ციფრული განვითარების ერთიანი ხედვა და შემდგომი ნაბიჯების ჩარჩო ჩამოაყალიბა.

სტრატეგია აერთიანებს ბიზნესსისტემების მოდერნიზაციის, IT ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ორგანიზაციაში ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპობრივი განხორციელების პრიორიტეტულ მიმართულებებს და რეკომენდაციებს.

ძირითადი მიგნებები:

  1. არსებული მდგომარეობის სისტემური შეფასება ხელს უწყობს პრიორიტეტების განსაზღვრას და ციფრული ტრანსფორმაციის დაგეგმვას.
  2. წარმატებული ციფრული ტრანსფორმაცია ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად, ორგანიზაციულ ცვლილებებსაც მოითხოვს, მათ შორის ბიზნესმიმართულებებსა და IT ფუნქციას შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას.
  3. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს პრაქტიკული მიდგომების იდენტიფიცირებას და ორგანიზაციის შემდგომი განვითარების მხარდაჭერას.
  4. სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს ციფრული ტრანსფორმაციის დაგეგმვას და თანმიმდევრულ განხორციელებას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.