Client
World Bank Groupპროგრამის მიმოხილვა:
WeVenture წარმოადგენდა რეგიონულ ინიციატივას, რომელიც ხორციელდებოდა სომხეთში, საქართველოსა და ყაზახეთში. პროგრამის მიზანი იყო ქალების მიერ დაფუძნებული და მართული ბიზნესების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფთან პარტნიორობით, Civitta-მ მონაწილეებს შესთავაზა პროგრამა, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს, მენტორობას, კავშირების გაფართოების შესაძლებლობებს და ინვესტორებთან შეხვედრებს. პროგრამა მეწარმეებს დაეხმარა შესაძლებლობების განვითარებაში, საინვესტიციო მზაობის გაძლიერებასა და სამეწარმეო ეკოსისტემაზე წვდომის გაფართოებაში.
საქართველოში ქალი მეწარმეები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, რაც მათი ბიზნესის ზრდას და განვითარებას აფერხებს. მათ შორისაა:
პროგრამაში მონაწილეობდნენ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ბიზნესები: როგორც პროდუქტის ვალიდაციის ეტაპზე მყოფი სტარტაპები, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც ზრდისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებას ცდილობდნენ. შესაბამისად, პროგრამა მოითხოვდა არა სტანდარტიზებულ, არამედ მოქნილ მხარდაჭერის მოდელს, რომელიც ბიზნესების განსხვავებულ საჭიროებებს უპასუხებდა.
პროგრამის მთავარი გამოწვევა იყო ისეთი მხარდაჭერის მექანიზმის შექმნა, რომელიც ერთდროულად გააძლიერებდა მონაწილეთა შესაძლებლობებს, გაითვალისწინებდა მათი საინვესტიციო მზაობის განსხვავებულ დონეს და ხელს შეუწყობდა სამეწარმეო ეკოსისტემაში უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას.
საქართველოში პროგრამა ერთიანი მეთოდოლოგიის მიხედვით განხორციელდა. თუმცა, იგი ასევე ითვალისწინებდა ადგილობრივი სამეწარმეო ეკოსისტემის საჭიროებებს.
ღია კონკურსის საფუძველზე პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადი 149-მა ქართველმა ქალმა მეწარმემ წარადგინა, საიდანაც, ბიზნესის პოტენციალისა და პროგრამასთან თავსებადობის შეფასების საფუძველზე, 45 მონაწილე შეირჩა.
Civitta-მ მონაწილეები, ბიზნესის განვითარების ეტაპის მიხედვით, ორ ჯგუფად დაყო, რათა თითოეულს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა მიეღო.
პროგრამა აერთიანებდა ონლაინ ტრენინგებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ მენტორობას, პრაქტიკულ დავალებებს, ღონისძიებებს კავშირების გასაფართოვებლად, საინვესტიციო წინადადებების (pitch) მომზადებას და დემო დღეზე მონაწილეობას.
პროგრამა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თეორიული სწავლებით. მონაწილეები მუშაობდნენ მომხმარებელთა ვალიდაციაზე, ბიზნესმოდელის განვითარებაზე, ფინანსურ დაგეგმვაზე, საინვესტიციო მასალების მომზადებასა და საინვესტიციო წინადადებების დახვეწაზე. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ეთანამშრომლათ გამოცდილ ტრენერებთან და მენტორებთან.
ციფრული სასწავლო პლატფორმების, მუდმივი კომუნიკაციისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული მენტორობის წყალობით, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ მიღებული ცოდნა დაუყოვნებლივ გამოეყენებინათ.

WeVenture-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო მზაობის ინიციატივა ქალი მეწარმეებისათვის. პროგრამის მონაწილეებმა შეძლეს:
დემო დღის დასრულების შემდეგ, ჟიურიმ მონაწილეთა პრეზენტაციები შეაფასა და გამარჯვებულებს ფულადი გრანტები გადასცა. პირველი, მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, BioNova-მ, MedCo-მ და AIIA-მ დაიკავეს და 5,000, 3,000 და 2,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტები მიიღეს.
მონაწილეებმა ინვესტიციების მოზიდვა პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძეს. პირველი ადგილის მფლობელმა, BioNova-მ, დაფინანსების პირველ რაუნდში, 100,000 აშშ დოლარი მოიზიდა, ხოლო მოგვიანებით დამატებით 25,000 აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროგრამამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მონაწილეთა საინვესტიციო მზაობა და ხელი შეუწყო მათი ბიზნესების გრძელვადიან ზრდას. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროგრამის რამდენიმე მონაწილე ჩაირიცხა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს აქსელერაციის პროგრამებში.
გამოხმაურებები:
„სქილ ლინკი“ (Skill Lynk) ონლაინ ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიებს ეხმარება თანამშრომლების მართვაში, მათი ხელფასების გენერირებასა და ტალანტების მოზიდვაში. პროგრამაში ჩართულობამ დამანახა, რომ ზრდის ტემპების დაჩქარებისათვის და უნარების განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვა ნამდვილად საჭიროა. WeVenture-ის პროგრამამ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა ქალი მეწარმეების გაძლიერებისათვის. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ ზრდისა და მასშტაბირებისათვის.
მანო კუჭუხიძე, „სქილ ლინკი
ვარ შესაფუთი მასალების კლასტერის თანა-დამფუძნებელი. შესაფუთი მასალების კლასტერი მოიცავს 70 კომპანიას, რომლებიც ერთიანდებიან იმ იდეის გარშემო, რომ ბიზნესი შეიძლება იყოს როგორც მომგებიანი, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მქონე. ჩვენ ერთობლივად გადავდივართ საქართველოში მდგრადი შესაფუთი მასალების წარმოებაზე. WeVenture-ის პროექტის მენტორებმა შთაგვაგონეს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიაზროვნოთ უფრო მასშტაბურად და გავცდეთ რეგიონულ დონეს. აქედან გამომდინარე, მათი პრაქტიკული ცოდნის გაზიარების შემდეგ, რეგიონული კლასტერი გავაფართოვე და კავკასიური ცირკულარული ეკონომიკის ალიანსი შევქმენი.
სალომე მაჭავარიანი, შესაფუთი მასალების კლასტერი