Client
UNDPგაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს „ბაზრებზე ინკლუზიური წვდომა” (IA2M) საქართველოში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
IA2M პროექტი წარმოადგენს ოთხწლიან ინიციატივას, რომლის მიზანია ქართული მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მათ შორის, საწარმოების შესაძლებლობების განვითარება, ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება და ევროპულ ბაზრებზე წვდომის გაფართოება.
პროექტი უზრუნველყოფს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა საწარმოებს დაეხმაროს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში, პოტენციური კლიენტების მოძიებასა და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაში, ასევე ექსპორტისათვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში. ამასთან, IA2M ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებისა და B2B ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ევროპელ პარტნიორებთან სავაჭრო კავშირების გაძლიერებას.
ერთწლიანი მენტორობის პროგრამის მიზანი იყო ქართული მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერება, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გასაუმჯობესებლად.
პროგრამას ახორციელებდა Civitta, პარტნიორ ორგანიზაციებთან, Market Access-თან და ლიეტუვის ინოვაციების ცენტრთან თანამშრომლობით. პროგრამა პასუხობდა მცირე და საშუალო საწარმოების არსებულ გამოწვევებს, მათ შორის:
პროგრამის განმავლობაში 63 მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ონ-ლაინ და პირისპირ ტრენინგებში და ისარგებლა მასზე მორგებული ინდივიდუალური მენტორობით და ტექნიკური მხარდაჭერით. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ბიზნესი განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგას და სხვადასხვა გამოცდილება, შესაძლებლობები და მზადყოფნა აქვს, Civitta-მ დანერგა მოქნილი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა.
ჯგუფურმა ტრენინგებმა ხელი შეუწყო მონაწილეების ცოდნის გაღრმავებას საექსპორტო ბაზრების მოთხოვნების, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. ინდივიდუალური მენტორობის კომპონენტი კი ორიენტირებული იყო საწარმოს სპეციფიკური გამოწვევების გადაჭრაზე.
იმისთვის, რომ პროგრამა უფრო ღირებული გამხდარიყო, Civitta-მ, პარტნიორებთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოებს გაუწია ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავდა საერთაშორისო ბაზრებზე პოტენციური მყიდველების იდენტიფიცირებას, სოციალური მედიის არხების აუდიტს და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, საექსპორტო პრეზენტაციებისა და მარკეტინგული მასალების გაუმჯობესებას და სხვა ინდივიდუალურად მორგებულ საკონსულტაციო მომსახურებას.
გარდა ინდივიდუალური საწარმოების მხარდაჭერისა, პროგრამა მოიცავდა ტრენერთა გადამზადების (TOT) კომპონენტს ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისათვის. TOT-ის მიზანი იყო პროგრამის სამიზნე სექტორებში არსებული მხარდამჭერი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება. აღნიშნული კომპონენტი ფარავდა ისეთ თემატიკას, როგორიცაა მენტორობის მეთოდოლოგიები, პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, გაყიდვების გაზრდა და საერთაშორისო ღონისძიებებში ეფექტიანი მონაწილეობა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ექვსი ბიზნესასოციაციის წარმომადგენელმა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საექსპორტო მხარდაჭერის მომსახურების გრძელვადიან მდგრადობას.
პროგრამის ფარგლებში 63-მა მცირე და საშუალო საწარმომ გაიღრმავა ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა, პოტენციურ მყიდველებთან ურთიერთობა, ექსპორტის დაგეგმვა და საერთაშორისო მარკეტინგი. ამასთანავე, გადამზადდა ექვსი ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი, რომლებიც, ახლად შეძენილი ცოდნით, დაეხმარებიან მცირე და საშუალო საწარმოებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში და შედეგად, უზრუნველყოფენ პროექტის შედეგების გრძელვადიან მდგრადობას.
პროგრამის დასრულების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა დაადასტურა მონაწილეების პროგრესი. რესპონდენტთა 77%-მა აღნიშნა, რომ მათ უკეთესი მზაობა აქვთ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობისა და პოტენციურ მყიდველებთან ურთიერთობისათვის, ხოლო თითქმის 85%-მა დაადასტურა მნიშვნელოვანი პროგრესი უცხოურ ბაზრებზე ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების ცოდნისა და უნარების კუთხით.
პროგრამის ფარგლებში გაწეული ტექნიკური მხარდაჭერის შედეგად, საწარმოებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ გადაეჭრათ ექსპორტთან დაკავშირებული გამოწვევები. მონაწილე საწარმოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოამზადა უფრო მკაფიო საექსპორტო სტრატეგიები და მოიპოვა მეტი თავდაჯერებულობა უცხოურ ბაზრებზე ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.
მონაწილეთა უკუკავშირი:
